Saturday, 19 October 2013

სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი მათემატიკაში
პროექტის თემა: მოსახლეობის აღწერა
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ ,რომ ბუნებაში ყველაფერი  ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს.დახელოვნდეს სხვადასხვა მონაცემების მრავალმხრივ წარმოდგენის ტექნიკაში,როგორიცაა:მონაცემების გამოსახვა პიქტოგრამების,ცხრილების,დიაგრამების საშუალებით .ასევე ინფორმაციის მოძიების და დამუშავების პროცესში  ისტ-ის გამოყენებაში.
პროექტის აქტუალობა: ამ თემაზე  მუშაობის პროცესში მოსწავლეები უფრო დაუახლოვდებიან და სხვა კუთხიდან დაინახავენ მათემატიკას, როგორც საგანს,აღმოაჩენენ რომ ის გვხვდება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ არის მარტო რიცხვების კორიანტელი, არამედ მჭიდროდ არის ის დაკავშირებული ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.მოსწავლეები გაუზიარებენ სხვებსაც თავის იდეებს და ნაშრომებს რათა მათაც შეიყვარონ მათემატიკა.ასევე გამოიმუშავებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს ინფორმაციის მიღების და დამუშავების პროცესში,რაც თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია.
პროექტის მიზნები: დაეუფლონ მოსწავლეები მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას და ინფორმაციის დახარისხებასა და გამოსახვას დიაგრამების,პიქტოგრამების და ცხრილების საშუალებით. ასევე განუვითარდეს მოსწავლეს კვლევა- ძიების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
პროექტია ხანგრძლივობა/ვადები:  6-7 დღე
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·         კლასისათვის პროექტის წარდგენა:
·         პროექტის გეგმის შედგენა;
·         მოსახლეობის გამოკითხვა;
·         ინტერნეტში ინფორმაციის მიძიება;
·         მოიებული ინფორმაციის დამუსავება და ანალიზი;
·         პრეზენტაციის მომზადება ისტ-ის გამოყენებით;
·         პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ,ეროვნულ სასწავლო გეგმასთთან კავშირი: ქართული,გეოგრაფია,ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა დემეტრაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: teademetradze@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:




No comments:

Post a Comment