Saturday 5 December 2015

სწავლების მე-5 დღე

ინტელის სახელმზღვანელოს საშუალებით მოვიძიე ბუკლეტების შაბლონები,შევისწავლე მათი დიზაინისა და ტექსტური რედაქტირების პრინციპები და შევქმენი ჩემი სასწავლო პროექტის შესაბამისი ბუკლეტი, ასევე ვისწავლე  ჩემი საქაღალდის ჩემ დრაივზე ატვირთვა და პოსტების განთავსება  ბლოგზე.

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Sunday 29 November 2015

სწავლების მე-4 დღე

წინარე ისტ უნარებიც ცოდნის საფუძველზე შევქმენი ჩემი საქაღალდე და შიგ განვათავსე  პროექტის სწავლებისას საჭირო ყველა საქაღალდე, დავწერე და ელექტრონილად წარმოვადგინე სასწავლო პროექტი, როგორც სასწავლო გეგმის ასევე საპრეზენტაციო ფორმით, ამისათვის კი შევისწავლე შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, ასევე  ვისწავლე პრეზენტაციის  ეფექტური წარმოდგენა აუდიტორიისათვის.

Monday 21 October 2013


გაკვეთილის თემა

ნატურალური რიცხვების შეკრება, შეკრების თვისებები.
სწავლების საფეხური
v-კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
6  მოსწავლე
განსაკუტრებული საჭიროები მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
კლასში ასეთი მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზანი
ამოცანისა და სხვა სტატისტიკური მონაცემების კონტექსტის გათვალისწინებით, ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულება ადეკვატური ხერხის შერჩევისა და შესრულების უნარის გამომუშავება.
ე.ს.გ. გათვალისწინებული მისაღწევი შედეგი
მათ.v.3. მოსწავლე ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე.არჩევს არითმეტიკული მოქმედებების  ალტერნატიულ ხერხებს.
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ნატურალურ რიცხვთა მაღალ  (მილიონზე მეტი) თანრიგებში ჩაწერა და ამოკითხვა.მათი ჩაწერა ასევე გაშლილი ფორმით.ასევე წილადის წარმოდგენა როგორც მთელის ნაწილის.წილადების ტოლობის თვისებები ,მათი გამარტივება(შეკვეცა).
გაკვეთილის მენეჯმენტი
Ø  მისალმება და გაკვეთილის შინაარსის გაცნობა;
Ø  კითხვა-პასუხის სეკრების ტვისებების გახსენება;
Ø  შეკრების თვისებების განმტკიცება პრაქტიკული სამუშაოებით,მაგალითების გამოყენებით;
Ø  მოსწავლეები წყვილებში ხსნიან სხვადასხვა სახის ამოცანებს და უთითებენ თუ  შეკრების რომელი თვისება გამოიყენეს;
Ø  ჯგუფები აკეთებენ კლასის წინაშე პრეზენტაციას;
Ø  გაკვეთილის შეჯამება;
Ø  დავალების ჩანიშვნა
საგანმანათლებლო რესურსები
მოსწავლის და მასწავლებლის სახელმჩღვანელო,საკლასო სამუშაოს რვეული,კალამი, დაფა,ცარცი.
შეფასება
წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიზედვით.
გაკვეთილის გეგმა:   მთემათიკაში













    შეფასების   სქემა


                                       

ქულები


კრიტერიუმები

საშუალოზე     დაბალი
3-4

საშუალო

5-6

საშუალოზე
მაღალი
7-8

მაღალი

9-10
წინარე ცოდნა
აქვს წინარე ციდნა ნაწილობრივ
ვერ ერკვევა ღრმად თემაში
ერკვევა თემაში
ღრმად ერკვევა თემაში
გაკვეთილზე ჩართულობა
უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა
ნაწილობრივ ცენმს კითხვებს პასუხს
ცემს კითხვებს პასუხს
ჩემს კითხვებს პასუხს
დამოუკიდებელი წერა
ვერ ასრულებს  პრაქტიკულ სამუშაოს
ვერ ასრულებს პრაქტიკულ სამუშაიოს სრულყოფილად
ასრულებს  პრაქტიკულ სამუშაოს მცირე შეცდომებით
სრულყოფილად ასრულებს  პრაქტიკულ სამუშაოს
ჯგუფებში აქტიურობა
არ არის აქტიური ჯგუფში
არის ნაკლებად აქტიური ჯგუფში
აქტიურია ჯგუფში
აქტიურია ჯგუფში
პრეზენტაციის უნარი
არ შეუძლია პრეზენტაცია
არ შეუძლია პრეზენტაცია
შეუძლია პრეზენტაცია
აქვს პრეზენტაციის კარგი უნარი

Saturday 19 October 2013

სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი მათემატიკაში
პროექტის თემა: მოსახლეობის აღწერა
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ ,რომ ბუნებაში ყველაფერი  ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს.დახელოვნდეს სხვადასხვა მონაცემების მრავალმხრივ წარმოდგენის ტექნიკაში,როგორიცაა:მონაცემების გამოსახვა პიქტოგრამების,ცხრილების,დიაგრამების საშუალებით .ასევე ინფორმაციის მოძიების და დამუშავების პროცესში  ისტ-ის გამოყენებაში.
პროექტის აქტუალობა: ამ თემაზე  მუშაობის პროცესში მოსწავლეები უფრო დაუახლოვდებიან და სხვა კუთხიდან დაინახავენ მათემატიკას, როგორც საგანს,აღმოაჩენენ რომ ის გვხვდება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ არის მარტო რიცხვების კორიანტელი, არამედ მჭიდროდ არის ის დაკავშირებული ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.მოსწავლეები გაუზიარებენ სხვებსაც თავის იდეებს და ნაშრომებს რათა მათაც შეიყვარონ მათემატიკა.ასევე გამოიმუშავებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს ინფორმაციის მიღების და დამუშავების პროცესში,რაც თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია.
პროექტის მიზნები: დაეუფლონ მოსწავლეები მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას და ინფორმაციის დახარისხებასა და გამოსახვას დიაგრამების,პიქტოგრამების და ცხრილების საშუალებით. ასევე განუვითარდეს მოსწავლეს კვლევა- ძიების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
პროექტია ხანგრძლივობა/ვადები:  6-7 დღე
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·         კლასისათვის პროექტის წარდგენა:
·         პროექტის გეგმის შედგენა;
·         მოსახლეობის გამოკითხვა;
·         ინტერნეტში ინფორმაციის მიძიება;
·         მოიებული ინფორმაციის დამუსავება და ანალიზი;
·         პრეზენტაციის მომზადება ისტ-ის გამოყენებით;
·         პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ,ეროვნულ სასწავლო გეგმასთთან კავშირი: ქართული,გეოგრაფია,ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა დემეტრაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: teademetradze@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: